რუსეთი
რუსეთის იმპერიაში თავისი მრავალთვიანი მოგზაურობა ალექსანდრე დიუმამ პეტერბურგიდან დაიწყო, სადაც იგი 1858 წლის 22 ივნისს ჩავიდა. "სამი მუშკეტერის" ავტორს მოგზაურობაში თან პარიზელი მხატვარი ჟან-პიერ მუანე ახლდა. მოსკოვში მას, როგორც თარჯიმანი, შეუერთდა მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც დიუმა მოიხსენიებს მხოლოდ გვარით — კალინო.
