Monday, April 3, 2017

რუსეთი

   რუსეთის იმპერიაში თავისი მრავალთვიანი მოგზაურობა ალექსანდრე დიუმამ პეტერბურგიდან დაიწყო, სადაც იგი 1858 წლის 22 ივნისს ჩავიდა. "სამი მუშკეტერის" ავტორს მოგზაურობაში თან პარიზელი მხატვარი ჟან-პიერ მუანე ახლდა. მოსკოვში მას, როგორც თარჯიმანი, შეუერთდა მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც დიუმა მოიხსენიებს მხოლოდ გვარით — კალინო.Image result for რუსეთი
 დიუმამ იმოგზაურა კოსტრომაში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, სარატოვში, ასტრახანში, ყიზლარში, დერბენტში, და ბაქოს გავლით თბილისში ჩამოვიდა. მისმა ჩანაწერებმა, რომლებმაც შეადგინა წიგნი "კავკასია", მსოფლიო მკითხველს საქართველოს ისტორია და გეოგრაფია,ხოლო ქართველების ყოფა-ცხოვრება და ზნე-ჩვეულებანი პირველად ყველაზე საფუძვლიანად გააცნო.



No comments:

Post a Comment