Thursday, March 30, 2017

თბილისი
ჟან-პერ მუანე. ქუჩა ტიფლისში. 1858
   დიუმამ სამუდამოდ აღბეჭდა შესანიშნავი თბილისის სახე:
"როდესაც თბილისში მივდიოდი, ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, ისეთში, როგორიც არის ნუხი ან ბაქო, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევცდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელსაც უმთავრესად პარიზელი მკერავები და მოდისტები შეადგენენ, ქართველი მანდილოსნები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდებს შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ.
…ამჟამად თბილისში 60 ათასიდან 75 ათასამდე კაცი ცხოვრობს; მისი ქუჩების სიგანე 60 ფუტია: აქ არის შესანიშნავი შენობები, მოედნები, ქარვასლები, ბაზრები და, ბოლოს, თეატრი და ეკლესიები, რომლებიც, თავადი გაგარინის წყალობით, ხელოვნების საუცხოო ნიმუშებად იქცნენ.Image result for ძველი თბილისი
Image result for ძველი თბილისი…ქარვასლა საინტერესო სანახავია. მის ჭიშკარში აქლემებით, ცხენებითა და სახედრებით შედის და გამოდის აღმოსავლეთის ყველა ერის წარმომადგენელი: თურქები, სომხები, სპარსელები, არაბები, ინდოელები, ჩინელები, ყალმუხები, თურქმენები, თათრები, ჩერქეზები, ქართველები, მეგრელები, ციმბირელები და, ღმერთმა იცის, კიდევ ვინ! თითოეული მათგანი გამორჩეულია, აქვს თავისი კოსტიუმი, თავისი იარაღი, თავისი ხასიათი, თავისი გამომეტყველება და, განსაკუთრებით, ქუდი — საგანი, რომელიც მოდის ცვლილებებს ყველაზე ნაკლებად ემორჩილება".

Wednesday, March 29, 2017

Image result for კავკასია 1806 წელსქართველები

ალ.დიუმამ განსაკუთრებული სიმპატიით ლაპარაკობს ქართველებზე, ვფიქრობთ, არც ერთ ხალხზე არ უწერია მას ასეთი სიყვარულით და აღტაცებით. დიუმას მიაჩნია, რომ საჭიროა ამ ერის საგანგებო შესწავლა: „მე არაფერს ვლაპარაკობ ქართველებზე ,- წერს იგი, -რომლებსაც საქართველოს გარეშე ვერსად ნახავთ და რომელნიც იმდენად საუცხოო, კეთილშობილი, პატიოსანი, მამაცი, გულუხვი და შემმართებელი ერია, რომ მას სპეციალური გამოკვლევა უნდა მიეძღვნას“.


      ალ. დიუმას კალამს თითქოს თაფლი ეცხება, როცა იგი კონკრეტულად ხატავს რომელიმე ქართველის გარეგნობას. მწერალი განსაკუთრებით მოხიბლულია ქართველი ქალების სილამაზით. ბარიატინსკის ბინაში მოხვედრილი ფრანგი რომანისტი შენიშნავს: „ზედმეტია იმის თქმა, რომ აქ იყვნენ ყველაზე ლამაზი და ყველაზე მომხიბლავი თბილისელი მანდილოსნები.''
     
დიუმა აღტაცებულია ქართველი მამაკაცების გარეგნობით. იმერლების, გურულებისა და მეგრელების შესახებ იგი ამბობს:
Image result for ქართველები„ევროპაში წარმოდგენაც არა აქვთ კოლხეთის ხალხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს სულ უბრალო მსახურებსაც კი თავადიშვილის იერი აქვს“

Image result for საქართველო 1850 წელს        ალექსანდრე დიუმა კავკასიაში მოგზაურობისას საქართველს 1858 წლის 60_იან წლებში ესტუმრა. მან დატოვა შთაბეჭდილებათა საყურადღებო წიგნი კავკასიის შესახებ,რომლის ღირსებისა და ნაკლოვანებათა გათვალისწინება აუცილებელია თვითონ ამ წიგნის შინაარსის უკეთ ასათვისებლად.მწერლის დღიურის ის ნაწილი, რომელიც ყიზლარიდან თბილისამდე მგზავრობის აღწერას შეიცავს, დაახლოებით გვაგრძნობინებს კავკასიური მურიდიზმის ცალკეულ მომენტებსა და ეპიზოდებს. ამასთან დიუმა აგვიწერს სტანიცებში დაბანაკებული პოლკების ცხოვრების საინტერესო შემთხვევებს და ა. შ. 

Wednesday, March 22, 2017

The first visit to Caucasus პირველი სტუმრობა კავკასიაში


   Before I decided to travel around Caucasus I wanted to collect some information about it's culture,people and of course legends,that tell us the story of it's origin.
                                                                                                                   Alexander Dumas   
                     

                       
Image result for alexandre dumas caucasus