ალ.დიუმამ განსაკუთრებული სიმპატიით ლაპარაკობს ქართველებზე, ვფიქრობთ, არც ერთ ხალხზე არ უწერია მას ასეთი სიყვარულით და აღტაცებით. დიუმას მიაჩნია, რომ საჭიროა ამ ერის საგანგებო შესწავლა: „მე არაფერს ვლაპარაკობ ქართველებზე ,- წერს იგი, -რომლებსაც საქართველოს გარეშე ვერსად ნახავთ და რომელნიც იმდენად საუცხოო, კეთილშობილი, პატიოსანი, მამაცი, გულუხვი და შემმართებელი ერია, რომ მას სპეციალური გამოკვლევა უნდა მიეძღვნას“.
ალ. დიუმას კალამს თითქოს თაფლი ეცხება, როცა იგი კონკრეტულად ხატავს რომელიმე ქართველის გარეგნობას. მწერალი განსაკუთრებით მოხიბლულია ქართველი ქალების სილამაზით. ბარიატინსკის ბინაში მოხვედრილი ფრანგი რომანისტი შენიშნავს: „ზედმეტია იმის თქმა, რომ აქ იყვნენ ყველაზე ლამაზი და ყველაზე მომხიბლავი თბილისელი მანდილოსნები.''
დიუმა აღტაცებულია ქართველი მამაკაცების გარეგნობით. იმერლების, გურულებისა და მეგრელების შესახებ იგი ამბობს:

No comments:
Post a Comment