
დიუმამ სამუდამოდ აღბეჭდა შესანიშნავი თბილისის სახე:
"როდესაც თბილისში მივდიოდი, ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, ისეთში, როგორიც არის ნუხი ან ბაქო, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევცდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელსაც უმთავრესად პარიზელი მკერავები და მოდისტები შეადგენენ, ქართველი მანდილოსნები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდებს შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ.
…ამჟამად თბილისში 60 ათასიდან 75 ათასამდე კაცი ცხოვრობს; მისი ქუჩების სიგანე 60 ფუტია: აქ არის შესანიშნავი შენობები, მოედნები, ქარვასლები, ბაზრები და, ბოლოს, თეატრი და ეკლესიები, რომლებიც, თავადი გაგარინის წყალობით, ხელოვნების საუცხოო ნიმუშებად იქცნენ.

…ქარვასლა საინტერესო სანახავია. მის ჭიშკარში აქლემებით, ცხენებითა და სახედრებით შედის და გამოდის აღმოსავლეთის ყველა ერის წარმომადგენელი: თურქები, სომხები, სპარსელები, არაბები, ინდოელები, ჩინელები, ყალმუხები, თურქმენები, თათრები, ჩერქეზები, ქართველები, მეგრელები, ციმბირელები და, ღმერთმა იცის, კიდევ ვინ! თითოეული მათგანი გამორჩეულია, აქვს თავისი კოსტიუმი, თავისი იარაღი, თავისი ხასიათი, თავისი გამომეტყველება და, განსაკუთრებით, ქუდი — საგანი, რომელიც მოდის ცვლილებებს ყველაზე ნაკლებად ემორჩილება".
No comments:
Post a Comment